საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ თუ დააპატიმრებენ, დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა დასავლეთში სააკაშვილი გნიხილება როგორც საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.
აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩი twitter-ზე აქვენებს
„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება ალექსეი ნავალნის მსგავსად მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება არა როგორც მშვიდობისათვის მებრძოლი, არამედ საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა“, – წერს უილიამ კორტნი