ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Sinovac-ით, Sinopharm-ით და Astrazeneka-თი ვაქცინირებულები, Pfizer-ის „ბუსტერ“ დოზით აიცრებიან.
ინფექციონისტის= განმარტებით „ბუსტერ“ დოზად Astrazeneсa არ განიხილება.
„კოვიდვაქცინებიდან, საქართველოში „ბუსტერ" დოზად Pfizer, Sinovac-ი, Sinopharm-ი იქნება გამოყენებული. AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinivac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, „ბუსტერ“ დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია „ბუსტერ“ დოზისთვის და ჩინეთში „ბუსტერ“ დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinovac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, „ბუსტერ“ დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer-ი და შემდგომ Sinovac-ი, Sinopharm-ი“, - განაცხადა „დღის კურიერის“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, „საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის საკითხს საკოორდინაციო საბჭო მაშინ განიხილავს, როცა უკვე მოსახლეობის 40% იქნება აცრილი.
ამავე თემაზე: