ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, Covid გატანალიებში ანტისხეულები სხვადსხვა დოზით რჩება, ამიტომ კორონავირუსის გადატანა იმუნიტეტის გარანტიას არ იძლევა.
მისითქმით, კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისაც აცრა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ადამიანებისთვის ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრია. ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება. ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. ზოგს მაღალი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ყველას არ აქვს. უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის", - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.