"კორონავირუსი მართვადი გახდება. ის უკვე მართვადია", - ამის შესახებ გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, ოზლემ ტურეჩიმ განაცხადა, რომელმაც Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.
ტურეჩის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ვირუსი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება, მსოფლიო ვირუსის შიშით არ უნდა ცხოვრობდეს.
მისივე განცხადებით, BioNTech-ი Covid-19-ის ახალ შტამებს განუწყვეტლივ ამონიტორინგებს და იკვლევს.