„პანდემია ევროპას ეკონომიკურად უკან დახევს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
მისი თქმით, უფრო ნაკლები ადამიანი აპროტესტებს აზიაში ჩაკეტვებს და მეტი ემორჩილება სამთავრობო რეგულაციებს.
მერკელის განცხადებით, მას არ სურს „ქვეყნის მართვა ჩინეთის მსგავსად“, თუმცა თვლის რომ ტექნოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად მათ უფრო დიდი ძალისხმევა გაიღეს, აზიასთან შედარებით.
გერმანიაში, გასულ თვეში, პოლიციამ პროტესტანტები წყლის ჭავლით დაშალა, ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.პანდემიის დასწისში, გერმანიის ნაბიჯებს საკმაოდ დადებითად აფასებდნენ, თუმცა რეგულაციების შემსუბუქებამ მეორე ტალღას ვერ გაუძლო, შედეგად კი ქვეყანაში ინფიცირებულების მკვეთრი ზრდა შეინიშნება.
გერმანია, ამ ეტაპზე განიხილავს როგორც Pfizer-BioNTech-ის, ასევე Modena-ს ვაქცინას. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია ვაქცინაციას მინიმუმ იანვრაში დაიწყებს.