ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ ინიციატივას, ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ემხრობა ინიციატივას, ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი, თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ექიმებში აცრის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 78 პროცენტი ერთჯერადად არის აცრილი, 70 პროცენტი ორჯერადად. სამედიცინო დაწესებულებები ფრონტის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა ვიყოთ აცრილი და სხვას მივცეთ მაგალითი. შემდეგი ჯგუფია, რა თქმა უნდა, პედაგოგები. პირველ რიგში საშუალო სკოლის პედაგოგები, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. აქაც სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა. ერთჯერადად მასწავლებელთა 63 პროცენტია აცრილი, ხოლო ორჯერადად - 52 პროცენტი. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება