11 დღის წინ გაუჩინარებულ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს ამ დრომდე ვერ პოულობენ

19 სექტემბრის შემდეგ გაუჩინარებული 35 წლის ლევან ბეჟაშვილი პოლიციამ ამ დრომდე ვერ იპოვა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ოჯახის ცნობით, 35 წლის ლევან ბეჟაშვილი, 19 სექტემბერს, თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, ამის შესახებ მან ოჯახს სხვისი ტელეფონით დაურეკა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

.