“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა.
პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.