"შეიძლება მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც მზად არის ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ბავშობიდან იცნობს სალომე ზურაბიშვილს და მას სჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში.
"ნიკა მელიას ვუსმენდი და ამბობდა, რომ კარგი იქნება ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ჩვენ თვითონ ვართ მთავარი და არა უცხოელებიო და ეს ის ნიკა მელიაა, რომელიც უცხოელების ძალით დაპარპაშებს გარეთ და მათ მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ არის და უცხოელების თავდებობით არის, რომ რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში ყელყელაობს. შეიძლება ამან მისცა სააკაშვილს იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც არის მზად ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ ლამის ბავშვობიდან, სტუდენტობის ასაკიდან და მეტ-ნაკლებად მგონია შემიძლია გავთვალო, მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, რომ ეს იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა სამშობლოში იმისთვის, რომ საქართველო წინ წაიყვანოს და ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამას, ვინც არ უნდა სთხოვოს. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თეა წულუკიანმა.
"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა.
პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.