თინა ბოკუჩავა: პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას

"ვთვლი, რომ დღეს სააკაშვილს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას გაავრცელებს.

„ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. ალბათ გახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, რომ როდესაც რუსი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურატურა მას დაიბარებს, იქნება ძალიან შორს, მაგრამ იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი. მე ვთვლი, რომ დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა.

პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ