პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოშია თუ არა უკვე მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მისი თქმით, თუ ის მართლა შემოვიდა, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ჩამოშლილია.
"მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია აქ არის, არ არის, ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველაზეა, პირველ რიგში "ქართულ ოცნებაზე". თუ შემოსულია, ჩამოშლილია "ქართული ოცნება", რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო ორი დღე მშვიდობიანად გავიართო და ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას დაემორჩილოს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისში ადასტურებენ, რომ მან კიევი დატოვა და ახლა საქართველოში იმყოფება.
"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა.
პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ