„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
კობახიძე ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა.
„ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი საქართველოში არ არის. შესაბამისად, ამმ კლუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს, თუმცა, კანონი, საბოლოოდ, მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„როცა გაიგეს, რომ ის საქართველოშია, ჩვენი მხარდამჭერები კიდევ უფრო მობილიზდნენ, შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა კიდევ გადაიწევს“, - დაამატა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს.