მამუკა მდინარაძე: ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტების უკვირს, რატომ ავრცელებენ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე და მიმართა მათ, თუ ეს სჯერათ, ცუდ მდგომარეობაში არიან“ ან „თაღლითობაში არიან ჩართულნი.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მარტივი დასადგენია, „ფეიკია“, თალღლითობით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოშია. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „სააკაშვილი შემძვრალია სოროში და მას უკრაინა არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.