მურმან დუმბაძე: ჩვენ ხვალ, 08:05 საათზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ

"ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე კი აცხადებს, რომ ვერ იტყვის, როდის გამოჩნდება სააკაშვილი საზოგადოებასთან, რადგან მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია

მურმან დუმბაძის განცხადებით, სააკაშვილი ამჟამად ისევ ბათუმშია.

„მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან“, - ამბობს დუმბაძემ.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით კი 99 პროცენტი აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია.

"ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება – ვერ იგებ, საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას", აცხადებს „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის 2 ოქტომბრის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.