„ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
„ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს
ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან დადასტურებულად არ იცის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის თუ არა.
„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.
„მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.