ხათუნა სამნიძე: თუ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, სახელმწიფოს პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის,  „ნაციონალური მოძრაობის“

"თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა. ასევე სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ნამდვილი არ არის", - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძის თქმით, იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, სახელმწიფოსგა არაფერი მიკვირს. მაგრამ თუ ეს ვიდეოები არ არის ნამდვილი, ეს უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემაა თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის 2 ოქტომბრის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.