შსს: მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ

მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ“, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოვლენილ სხვადასხვა დანაშაულს მიეძღვნა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდოებს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

„აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.