„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი: მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან

„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დღევანდელი ბრიფინგი.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე.

„ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით - „საარჩევნო პორტალი 2021“ - სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.