რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომავალი კვირიდან დაწყების განკარგულება გასცა.
მისი თქმით, „სპუტნიკ V“-ით პირველ რიგში მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან.
"მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მომავალ კვირას ფართომასშტაბიან ვაქცინაციას დაიწყებთ. მოდით, უკვე დავიწყოთ მუშაობა. მესმის, რომ ძალიან ფრთხილ ენას იყენებთ და ჩვენს მიერ სიფრთხილის გამოჩენა აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ვიცი, რომ ინდუსტრია და (ჯანმრთელობის) ქსელი ზოგადად მზად არიან. მოდით, გადავდგათ პირველი ნაბიჯი,” - მიმართა პუტინმა ვიცე პრემიერ ტატიანა გოლიკოვას მინისტრთა კაბინეტთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს.
მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს.
რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ „სპუტნიკ V“-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა პრეპარატის 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.