სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის (INL) ბიუროს ახალ ხელმძღვანელს საქართველოში სარა რუპერტს, ამავე ბიუროს პოლიციის მრჩეველს ლარი ფოკასს და სასჯელაღსრულების საკითხებში მრჩეველს სკოტ ვიგინსს შეხვდა.
INL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა ისაუბრა ბიუროში მიმდინარე პროექტებზე და (INL)-თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
უცხოელმა კოლეგებმა ექსპერტიზის ბიუროს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკური და დნმ ექსპერტიზების ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტების სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განვითარებაში. INL-ის დაფინანსებით გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია საქართველოში.
მათი დახმარებით ბიურომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: მათ შორის ბიუროს შენობების და ლაბორატორიების აღჭურვა და თანამშრომლების პროფესიული გადამზადება. INL-ის მხარდაჭერით ბიუროში დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა საექსპერტო-კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად ამ ეტაპზე ბიურო აგრძელებს INL-თან აქტიურ თანამშრომლობას, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილში ახალი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, ასევე სხვა საექსპერტო სახეობებშიც თანამედროვე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის და სპეციალისტთა გადამზადების კუთხით“, - აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.