რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება.
მან ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი, როგორც დაკავებულის პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება.
„ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია, ვნახო დაკავებული და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის პირველადი, სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აქ იმყოფება. მე მასთან არ მექნება პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, მოვუსმენ.
ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მქონია და როგორც წესი შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვოკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დაიშვება გამონაკლისი", - აღნიშნა ლომჯარიამ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.
ამავე თემაზე:
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი