ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით.
„კარგია, რომ ყველა პოლიტიკოსი თანხმდება, რომ ამომრჩევლები ხმის მისაცემად უნდა მივიდნენ. ჟურნალისტებს ვუსურვებ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში მუშაობას. არჩევნები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის არსებითია ამ ტესტის დამაჯერებლად ჩაბარება. როგორც საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი, გისურვებთ წარმატებულ დემოკრატიას საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.