კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ სამართალდამცველების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი უდესიანის მიერ, სამართალდამცველების მიმართ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ მუქარის წერილზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

უდესიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, დაემუქრა, სახელისა და გვარების გამჟღავნება მოსთხოვა და დაწერა, რომ მათ კარგი დღე არ დაადგებათ.

"აი იმ პოლიციის თუ უშიშროების ჯგუფს რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეთ დადევით თქვენი სახელ-გვარები!თქვენ დღე გელოდებათ ავს და მტერს!!ჩათვალეთ ეს გაფრთხილეებაა!!", - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი უდესიანმა.