10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველს უდრის. რეგიონებიდან ყველა ​მაღალი აქტივობა - 11,2% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში - 6,1%“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.