პრეზიდენტი: ეს არის ის არჩევნები, როდესაც პოლარიზაცია უნდა დასრულდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ამ არჩევნებით პოლარიზაცია დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ დეპოლარიზაციას მისცა ხმა.

„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ, რომ ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლით აირჩიონ დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ.

„ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რისი იმედიც მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.