სუს-ის უფროსი: სააკაშვილის შემოსვლისთანავე გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მსხვერპლი, გაურკვევლობა და  აჟიოტაჟი აგვეცილებინა

„მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, - აღნიშნული განცადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი უსმენს კანონიერად და მას, ვინც საჭიროა.

„სუს-ი კანონიერად უსმენს მას, ვინც ითვლება, რომ უნდა მოისმინოს. რა გამოვიდა და რა არა, ეს თქვენ არ იცით, მიდის გამოძიება, ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ, ბათმიდან გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის შემდეგ, შსს-მ და მმართველმა პარტიამ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

შსს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს