ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სადამკვირვებლო საქმიანობის განსახილველად „სამართლიანი არჩევნებისა" და „მრავალეროვანი საქართველოდან“ პარტნიორებს შეხვდა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ელჩი დეგნანი სადამკვირვებლო საქმიანობის განსახილველად „სამართლიანი არჩევნებისა" და „მრავალეროვანი საქართველოდან“ პარტნიორებს შეხვდა. ელჩმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს აშშ-ის, როგორც პარტნიორის, ურყევი მხარდაჭერის იმედი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსა და ტრაექტორიას კი ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.