მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის განხილვაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.