ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას ელის. შესაბამისი ტექსტი Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ლიეტუვა ახლოს აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მის სამშობლოში დაკავების ცნობებს. ველით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები და შესაბამისი პროცესები იქნება დაცული. მტკიცედ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი პოლიტიზებული გადაწყვეტილებისგან”, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.