ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%;
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.