,,ენერგო-პრო ჯორჯია“: ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია დაახლოებით 8 წუთით შეუწყდათ

„ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი“, - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ავარიის ლიკვიდაცია.

„ქვეყნის მასშტაბით არის 3200 საარჩევნო უბანი და კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა შეძლეს მათი სტაბილური ენერგომომარაგება. საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია.

რაც შეეხება რუსთავის მე-14 და მე-15 უბანს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეწყვეტილი, კომპანიის წარმომადგენლებმა გენერატორის მეშვეობით მოახერხეს აღნიშნული უბნების ენერგომომარგების აღდგენა. ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.