ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში გადავიდნენ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე - 43% და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია - 39%. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას მან ხმების 7% დააგროვა, ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის - 4%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო - 2%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%;
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე 51%-ით ლიდერობს და მეორე ტური არ დაინიშნება.
„გორბის“ ეგზიტპოლის 18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება: კახა კალაძე - 51.3%; გიორგი გახარია - 5.6%; ნიკა მელია - 34.6; თამარ კეკელიძე - 0.2%; გიორგი ლომია - 1%; ანა ბიბილაშვილი - 2%; რიჩარ ობუნუზუ - 0.6; ანა დოლიძე - 3.1%; სხვა კანდიდატი - 1.6%.
"გორბის" ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპოდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ 40,8 % აიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახი კალაძემ კი 40,2 %.
შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება. შედეგები 17:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია: ნიკა მელია - 40,8 %, კახა კალაძე - 40,2 %, გიორგი გახარია - 8,7 %, ანა დოლიძე - 3,5 %, ანა ბიბილაშვილი - 2,6%
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა საქართველოს მასშტაბით, 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.