საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ახლა ხმები უნდა დავიცვათ“.
“თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, - წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც IPSOS-ის კვლევების შედეგებს აზიარებს.
Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.