შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავა ორი მუხლით დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრი 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ის კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.