საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 366 საჩივარი შევიდა

ცესკოს მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 366 საჩივარი შევიდა.

ადმინისტრაციის განმარტაბით, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

„დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო -ხმის დათვლის ეტაპი“, - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.