პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905 მოქალაქე დააჯარიმეს

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 105 მოქალაქე დააჯარიმეს, მათ შორის ისინიც, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვანდაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებაკანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობისმოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონმაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულრეგულაციებს" - აცხადებს შსს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა 2 000 ლარით.