აშშ-ის საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში არის არჩევნების შაბათ -კვირა. აშშ-ის საელჩო ახსენებს აშშ -ს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და გაამახვილონ ყურადღება ხალხის შესაძლო დიდი მასების მიმართ, რომლებიც შეიძლება, შეიკრიბონ პროტესტის გამოსახატავად. საქართველოს აქვს დაუგეგმავი სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას. მთელი თბილისის მასშტაბით, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ამ პროტესტების კერას წარმოადგენენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.