საერთაშორისო დამკვირვებელი: გაყალბების საწინააღმდეგო ზომები იყო ძალიან მაღალ დონეზე გამოყენებული

გაყალბების საწინააღმდეგო ზომები იყო ძალიან მაღალ დონეზე გამოყენებული, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „თავისუფლების და სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენელმა ივარს ბანდონისმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, სერვისი ყველა საარჩევნო უბანზე გაწეული იყო ერთიდაიმავე დონეზე, მაღალი სტანდარტით.

„დაახლოებით, 8 -9 საარჩევნო ოლქის მონახულება შევძელი და რაც შევნიშნე, გახლდათ ის, რომ მაღალი დონის აქტიურობა და ჩართულობა იყო საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების მხრიდან. ჩემი შეფასება იქნებოდა ასეთი, რომ ყველაფერი იყო ძალიან გამჭვირვალედ განხორციელებული და ფაქტობრივად, შეცდომის რაიმე სივრცე არ არსებობდა. შემდეგი ფაქტორი, რაზეც ყურადღების გამახვილება მსურს არის ანტიიდენტობის, ყალბი იდენტობის ფაქტორი - ყველა საარჩევნო უბნის შესასვლელთან დავაკვირდით პირადობების შემოწმების პროცესს და ფაქტიურად, ყველა ამომრჩევლის პირადობა მოწმდებოდა. ყველა ამომრჩეველი გადიოდა მარკირების პროცესს. ასევე, ბიულეტენის გადაცემისთანავე ხდებოდა ამომრჩევლის რეგისტრაცია და მისი ფოტოს იდენტობის შემოწმება.

ზემოაღნიშნული სამი ასპექტი მოემსახურა იმ ფაქტს, რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული რაიმე გაყალბება. გაყალბების საწინააღმდეგო ზომები იყო ძალიან მაღალ დონეზე გამოყენებული. ჩვენ მოვინახულეთ ქალაქგარეთ, სამხრეთ ნაწილში მდებარე საარჩევნო უბნები და საარჩევნო პროცესი აქაც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. სერვისი ყველა საარჩევნო უბანზე გაწეული იყო ერთიდაიმავე დონეზე, მაღალი სტანდარტით“, - განაცხადა ივარს ბანდონისმა.

წყარო - ინტერპრესნიუსი