ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.56% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31.23%

წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, პარტია „ქართულ ოცნებას“ 48.56% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 31.23%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგების გამოქვეყნების დროს, 3 743 უბნიდან დათვლილი იყო, 1 446 საარჩევნო უბანი - 38.63%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ 33 567 ხმა, ხმების 6.87 % მიიღო, „ლელო“ 12 690 ადამიანმა შემოხაზა და სააღცევნო ხმების 2.6% აიღო.

დანარჩენმა სარჩევნო სუბიექტებმა ხმების 2%-ზე ნაკლები აიღეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

„ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.