Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 107 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 898 საიდანაც, 4 102 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. დღევანდელი მონაცემებით, მძიმე პაციენტია 983 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 248 პაციენტი.
675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
14 121 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 373 ადამიანი.