განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%.
უწყების განცხადებით, დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდ ბულო ტესტირებას.
"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება. 2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
განათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის დაწყების ახალ წესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს