კახა კალაძემ 44,96% მიიღო, ნიკა მელიამ  - 33,94%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია ხმების 96,23%.

განახლებული მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძე საარჩევნო ხმების 44,96% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელია კი - 33,94%.

ცესკო: 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება