ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები წარმოადგინა.
ამ დროისთვის ცესკომ სამი საარჩევნო უბნის გამოკლებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი სრულად დათვალა. საქართველოს მასშტაბით სულ 3743 საარჩევნო უბანია, აქედან დათვლილია 3140.
ცესკოს ინფორმაციით, პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 46.56%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"– 30.7%; გიორგი გახარია "საქართველოსთვის" - 7.79%; "ლელო" - 2.71%; "ევროპული საქართველო" -1.66%; "პატრიოტთა ალიანსი" - 1.46%; "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.34%; "ლეიბორისტული პარტია" - 1.38%; "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.44%; "გირჩი" -0.85%; ანა დოლიძე "ხალხისთვის" - 0.6%; "მოქალაქეები" - 0.83%; "დროა" - 0.62%; "კანონი და სამართალი" - 0.02%.
რაც შეეხება დედალაქს, დათვლილია საარჩევნო უბნების 96%.
განახლებული მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძე საარჩევნო ხმების 44,96% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელია კი - 33,94%.
თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“, რვას სხვა პარტიები, ერთ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.
621 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელთაც 2.5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 107 097 ხმა (28.09 %), „ლელო“ – 13 470 (3.53 %) „გახარია – საქართველოსთვის“ – 33 434 (8.77 %), „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 154 314 (40.47 %), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12 335 (3.24 %) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 9 823 (2.58 %).
ცესკო: 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება