ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო

"ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული. მე მასზე უნდა ვიფიქრო, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თავად აღნიშნეთ, იქ ადგილობრივი არჩევნები იყო, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა არ ვიცი. მე ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს არასწორია, ის მაინც სახელმწიფო ხელისუფლებაში იმყოფება და ეს არასწორია, თუმცა საჭიროა ყველა დეტალის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველა რისკის გარკვევა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, მას ბრლად ედება საქრთველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს