დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩო იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურებში.
„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2- ტურებში”, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ეუთოს წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები