ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 6 პარტია შედის.
2.5%-იანი ბარიერი „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“ გადალახეს.
პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
„ქართული ოცნება“ - 40.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%
„გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%
„ლელო“ - 3.63%
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%
„ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%.
მეორე ტური მხოლოდ საბურთალოს ოლქში იქნება, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.