ზუგდიდში, სადაც ყველაზე მეტი ხმა ანზორ მელიამ მიიღო, მერის ვინაობას მეორე ტური გაარკვევს

ზუგდიდში, მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. ანზორ მელიამ აქ ხმების 46.88% მოიპოვა, „ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ კი 41.15% მიიღო. მე-3 ადგილზე გიორგი გახარიას თანაგუნდელი და ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია 11.13%-ით გავიდა.

პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოში, (რაც ერთადერთია ასეთი ფაქტია ამ დროისთვის) უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება.

„ნაციონალურ მოძრაონას“ ზუგდიდის საკრებულოში სავარაუდოდ 23 წევრი, „ქართულ ოცნებას“ კი 18 ეყოლება, გახარიას “საქართველოსთვის” - 3.

რაც შეეხება ბათუმს, ქართულმა ოცნებამ“ - 39.42%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 38.34%, „გახარია-საქართველოსთვის“ - 10.4% და „ლელომ“ - 3.25% მიიღეს. 7 მაჟორიტარული ოლქიდან, 5-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს (40%-ზე მეტით) „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა და ორში - „ნაციონალური მოძრაობის“.

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე (41.97%) და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41.08%) მიიღებენ.