დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას განაახლებენ. როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ბაგა-ბაღში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.
განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლები და საბავშვო ბაღები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებსა და ბაღებს, სადაც ორ ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.
განათლების სამინისტრომ ,სურვილის შემთხვევაში,სწავლა დისტანციურ რეჟიმშიდაც დაუშვა, რისთვისაც მშობელმა სპეციალურ პორტალზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.