ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს.
გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 858, საიდანაც 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, 13 124 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.94%.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.