კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ტელევიზიებთან კომენტარის დროს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე ცნობით, ბავშვს კოვიდმა ფილტვიც დაუზიანა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 867 ადამიანი დაინფირცირდა, 30 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტი საავადმყოფოში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იყო.